რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინული ქალაქების დაბომბვას განაგრძობენ
ომის 70 -ე დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინული ქალაქების დაბომბვას განაგრძობენ. სარაკეტო იერიშები მიიტანეს ლვოვის გარშემო არსებულ ელექტრო-სადგურებზე, რის გამოც ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა. რუსეთის არმიის სამიზნე ლვოვის სარკინიგზო ქსელია, რომლის მეშვეობითაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას აწვდიან. კიევის ოლქში კი შესაძლო ომის დანაშაულების მორიგ ფაქტებს მიაკვლიეს. აღმოჩენილია ოკუპანტების მიერ დახვრეტილი კიდევ 20 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი.
