სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი მილოშ ვისტრჩილი გაეცნო
სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი მილოშ ვისტრჩილი გაეცნო. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ჩეხ სტუმრებს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდა. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა.
