საქართველოს ევროინტეგრაცია
საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება ორგანიზაციამ ერთდროულად უნდა მიიღოს და ქვეყნები არ უნდა განცალკევონ, ასეთია საქართველოს გზავნილი ევროპელი პარტნიორების მიმართ. საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდება, მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციაა.
