ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ ევროკომისიის დადებით ანგარიშს და მალევე კანდიდატის სტატუსს დაიმსახურებს
ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ ევროკომისიის დადებით ანგარიშს და მალევე კანდიდატის სტატუსს დაიმსახურებს. ოპოზიციონერები კი რეფორმებზე საუბრობენ, რომლის გატარებაც საქართველოს მოუწევს. მათი თქმით, საჭიროა ცვლილებები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. აქვე გეტყვით, რომ კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე ინტენსიური მუშაობა გრძელდება. მეორე ნაწილი, 33 თავს და 2300-მდე კითხვას აერთიანებს. შესავსებად, ქვეყანას ვადა 13მაისამდე აქვს.
