ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორი მატეო მეკაჩი დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავს
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორი მატეო მეკაჩი დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერების განმარტებით, საუბარი შეეხება საარჩევნო რეფორმას და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომს.
