საქართველოს პრემიერ-მინისტრი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. „ფეისბუკით“ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პატრიარქთან მთავრობის მეთაურმა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. „ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“ – წერს პრემიერ-მინისტრი.
