დასავლური მედია ბაიდენის ადმინისტრაციას ევტუშენკოვის მფარველობაში ადანაშაულებს
დასავლური მედია ბაიდენის ადმინისტრაციას ევტუშენკოვის მფარველობაში ადანაშაულებს. „რუსი ოლიგარქი, რომელიც ჰანთერ ბაიდენს შეხვდა, სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის, მაგრამ არა აშშ-ის მიერ“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ პოსტი“. გამოცემის მტკიცებით, ვლადიმერ ევტუშენკოვს ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციები სწორედ აშშ-ის პრეზიდენტის შვილთან, ჰანტერ ბაიდენთან მისი მჭიდრო კავშირის გამო არ შეეხო. იმავე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას ბრიტანული „დეილი მეილიც“. როგორც გამოცემიდან ირკვევა, ჰანტერ ბაიდენისა და ევტუშენკოვის ნაცნობობა 2012 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ჯო ბაიდენი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო
