ომის 70-ე დღე
ომის 70-ე დღე. უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები ისევ იბომბება. ოკუპანტთა სამიზნე დასახლებული რაიონები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ხდება. იწვის ელექტრო და რკინიგზის სადგურები. საოკუპაციო ძალა განუწყვეტლივ ბომბავს მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანასაც, სადაც აზოვის პოლკის მებრძოლები არიან გამაგრებულნი. ქარხნის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
