ერევანი პარალიზებულია - ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს
ოპოზიციის მომხრეებმა დღისით ერევნის ქუჩები და საკვანძო მაგისტრალები გადაკეტეს, პოლიციამ 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ამ წუთებში კი, საფრანგეთის მოედანზე საპროტესტო მიტინგი მიმდინარეობს.
