ასოცირებული ტრიო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
საქართველოზე, უკრაინაზე და მოლდოვაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება ორგანიზაციამ ერთდროულად უნდა მიიღოს და ქვეყნების განცალკეევა არ უნდა მოხდეს. კანდიდატის სტატუსი ესაჭიროებათ ტრიოს ქვეყნებს, როგორც რეალური პერსპექტივა - ეს არის საქართველოს გზავნილი და მოწოდება ევროპელი პარტნიორების მიმართ. საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდება, მთავარი თემა საქართველოს ევროიტეგრაციაა. გადამწყვეტი მომენტი საქართველოს ევროპულ გზაზე მიზნის მიღწევის პროცესში და მოლოდინი ევროპული სტრუქტურებიდან.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
