საგამოძიებო კომისია
სააკაშვილის საქმის შესასწავლად, საგამოძიებო კომისიის შექმნა "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტის თავმჯდომარემ შეახსენა. ლიდერის დავალება ერთ დროს მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა იყო, ახლა პარტია თავს იმართლებს და მიზეზებს კოლეგებში ეძებს. საპარლამენტო ოპოზიციაში საკმარისად არ სჯერათ, რომ ექს-პრეზიდენტის უფლებები დაირღვა. ეს არც სტრასბურგმა დაიჯერა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ვერ ნახა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ისეთი განსაკუთრებული გარემოება, რაც დამატებით შესწავლას მოითხოვდა.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
