პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ბრალდებებზე
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ნატო-ს წევრი ქვეყნისთვის რუსეთთან კავშირის ბრალდების წაყენებით, უკრაინის სტრუქტურები საკუთარი განცხადებების დამაჯერებლობას აზიანებენ. შალვა პაპუაშვილი ამბობს რომ სამწუხაროდ ასეთი სახის ბრალდებები ისმის საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართაც.
