"უეფას" გადაწყვეტილებით რუსეთის ყველა საფეხბურთო კლუბი 2022-23 წლების სეზონის ევროტურნირებიდან მოხსნილია
სანქციები ასევე ვრცელდება ახალგაზრდულ და ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე. შეზღუდვები შეეხო სანაკრებო ფეხბურთსაც - რუსეთის ეროვნული გუნდი ერთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.
