ქუთაისში გვირილობის დღესასწაულს ზეიმობენ
ქუთაისში გვირილობის დღესასწაულს ზეიმობენ. ტრადიციულად ყოველ ორ მაისს ქალაქში სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები იმართება. პანდემიის გამო ორი წლის განმავლობაში გვირილობის აღნიშვნა ვერ მოხერხდა, წელს კი ეს ტრადიცია აღდგა. დღესასწაულის აღნიშვნა სიმბოლურად ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
