პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ერთ-ერთ კერძო კომპანიას, საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. ნაკვეთის, ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა
