ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას უმასპინძლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ჩატარდა. ამერიკულმა სამხედრო ჯაზბენდმა „რაინ რივერ რამბლერსმა" ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში კონცერტი გამართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, აშშ-ს საელჩოს სახალხო დიპლომატიის ოფიცერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
