სააკაშვილის ოჯახის ულტიმატუმის ვადა დღეს ზუსტად 18:00 საათზე იწურება
იმ შემთხევაში, თუ პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ოჯახი აქციებს აანონსებს. ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე დღეს, პოლიტიკური შეფასებები გაკეტდა. მიხეილ სააკაშვილის გადაცემა ან გათავისუფლება გამორიცხულია და ყველა ვინც ამას მოითხოვს, ერთადერთი მიზანი - საქართველოს ომში ჩართვა ამოძრავებს - ამ განცხადებას, ირაკლი კობახიძე აკეთებს, რომელიც ექსპრეზიდენტს, ჯანმრტელობის პრობლემების მოსაგვარებლად, რძის პროდუქტების მიღებას ურჩევს. შალვა პაპუაშვილი კი სახალხო დამცველს, ოჯახსა და გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ სააკაშვილი სამედიცინო სერვისის მიღებაზე დაითანხმონ, რადგან როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ყოფილ პრეზიდენტს ფსიქოლოგის მომსახურება სჭირდება. ცოტა ხნის წინ კი, ექსპრეზიდენტთან ციხეში, მისი ყოფილი თანაგუნდელი გრიგოლ ვაშაძე შევიდა, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
