დღეს ქუთაისობაა
დღეს ქუთაისობაა. გვირილობის დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციულად, ქუთაისის დალოცვით დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ბაგრატის საკათედრო ტაძარში ქუთაისი და ქუთაისელები დალოცა. საეკლესიო რიტუალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. დღის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით სახვადასხვა კულტურული ღონისძიება - გამოფენები და კონცერტებია დაგეგმილი.
