ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის მიერ არჩეულ დასავლურ კურსს
ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის მიერ არჩეულ დასავლურ კურსს. ასეთია ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის გზავნილი. თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მილოშ ვისტრჩილი დღეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა. მხარეებმა განხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები, რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია.
