პრემიერ-მინისტრი სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო იუსტიციის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის შესაბამის სამინისტროებს შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობას. გამოითქვა მზადყოფნა მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების და საჯარო სერვისის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით. ამასთან განიხილეს „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ არის ინიცირებული.
