ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ კიდევ 300-მდე ჯარისკაცი დაკარგა, 22 ტანკთან და 48 -ა საბრძოლო მანქანასთან ერთად. მტრის სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი უკრაინელებმა იზიუმის მისადგომებთან გაანადგურეს. ამჟამად, ძირითადად პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს. რუსები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანტისაჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე არიან გადასული. მარიუპოლიდან უკვე მეორე დღეა გრძელდება, წითელი ჯვრის ეგიდით და გაეროს შუამავალობით, მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია.
