ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ მხარდაჭერას უკვე ღიად გამოხატვს
ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი ნაციონალური მოძრაობის მიმართ მხარდაჭერას უკვე ღიად გამოხატვს. ვილნიუსში ნიკა მელიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს, როდესაც „ქართული ოცნების“ ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე იწვევს, სულ მცირე, ღრმა აღშფოთებას, ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს ბრძოლას თავისუფლებისთვის“. მისივე განცხადებით, უკრაინის გამარჯვება დაამყარებს თავისუფლებას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ თბილისშიც, მთელ კავკასიაში.
