უმაღლეს სასწავლებლებში სკოლის ატესტატის ნიშნებით ჩარიცხვა
უმაღლეს სასწავლებლებში სკოლის ატესტატის ნიშნებით ჩარიცხვა - ამ თემაზე თბილისის სკოლების დებატკლუბების მოსწავლეებმა საჯარო დებატებზე იმსჯელეს. განხილიეს, თუ რამდენად მზად არის ქვეყნის განათლების სისტემა მსგავსი გადაწყვეტილებისთვის.საჯარო დებატები საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ პროექტის "დებატები უკეთესი განათლებისთვის" ფარგლებში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ტარდება.
