საპირველმაისო გამოსვლების დროს საფრანგეთის დედაქალაქში ანარქისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
საპირველმაისო გამოსვლების დროს საფრანგეთის დედაქალაქში ანარქისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მანიფესტანტებმა პარიზში კომპანიების ოფისები დაარბიეს, რის გამოც სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია 50-ზე მეტი აქტივისტი. აქციებში მონაწილეობა საფრანგეთის მასშტაბით ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. ხელისუფლებას მათ ხელფასების მომატებისა და საპენსიო ასაკის გაზრდაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.
