შვიდი ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი იწყება
შვიდი ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი იწყება. ექსპრეზიდენტი სასამართლოში მისვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით არ აპირებს. სააკაშვილის ოჯახი კვლავ პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. სწორედ დღეს იწურება ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადაც. შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
