დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება
დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება. საკითხზე პარლამენტში სასესიო მოსმენები დღეს გაიმართება. ავტომობილის ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება, ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება, სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე და შშმ-ე პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება.
