სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოგრამზე მეტი ”ჰეროინი” ამოიღო
სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოგრამზე მეტი ”ჰეროინი” ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი". დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
