ომი უკრაინაში
წინააღმდეგობის 67-ე დღე. მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას დაიწყო. ქალაქის ადმინისტრაცია ადგილობრივ მცხოვრებლებს სავაჭრო ცენტრთან შეკრებისკენ მოუწოდებს, საიდანაც ისინი ზაპოროჟიეს მიმართულებით უნდა გადაიყვანონ. 40-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა ოკუპანტების მიერ ბლოკირებული აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაც, სადაც აზოვის პოლკის მებრძოლები არიან გამაგრებულნი. უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას რუსული მხარე ამ დრომდე არ თანხმდება.
