რომის პაპი: უკრაინის ომი კაცობრიობის საშინელი რეგრესია
უკრაინის ომი კაცობრიობის საშინელი რეგრესია. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ათასობით მორწმუნეს, საკვირაო ქადაგებისას განუცხადა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოვიდა. მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ქალაქი დაბომბვების შედეგად გაანადგურეს, თუმცა კონკრეტულად რუსეთი და პუტინი დღევანდელ ქადაგებაში პაპს არ უხსენებია.
