ომში დაღუპული ალიკა ცაავა სამხხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული, ქართველი მებრძოლი, ალიკა ცაავა სამხედრო პატივით ზუგდიდის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ალიკა ცაავა საქართველოში 24-თ აპრილს ჩამოასვენეს. ის 16-ტ აპრილს, ლუგანსკის ოლქში დაიღუპა, როცა ქართველ თანამებრძოლთან ერთად ფრონტის ხაზზე დაჭრილების გამოსაყვანად მიდიოდა. ალიკა ცაავა 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში იბრძოდა, ასევე იყო კომანდოს ბატალიონის წევრი.
