საქართველოს თავდაცვის ძალების დღე
ქართული ჯარი იუბილარია. ყველა კვლევით და არამარტო კვლევით ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი თავისი არსებობის 31 წლიან ისტორიას ითვლის. სამი ათეული წლის წინ 30 აპრილს ქართულმა არმიამ პირველი წვევამდელი მიიღო. მას შემდეგ მას არაერთი გამოცდის გადალახვა და გამოწვევის დაძლევა მოუხდა. დღეს კი ქართული არმია ამაყობს თავისი წარსულით, სამშობლოსთვის დაღუპული გმირი ჯარისკაცებით, დღევანდელი შესაძლებლობებითა და სიმტკიცით. თავდაცვის ძალების იუბილე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა და მას ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ. ლევან მორჩიაშვილი გვიამბობს, როგორ ჩაირა საზეიმო ღონისძიებამ.
