ვერის საკალათბურთო დარბაზში დასრულდა იური ძიძიგურის სახელობის საერთაშორისო ტურნირი
ვერის საკალათბურთო დარბაზში დასრულდა იური ძიძიგურის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომლის ფინალშიც „სოხუმი“ აზერბაიჯანის გუნდს შეხვდა და მეტოქეს 75-ით 69 აჯობა. სოხუმმა ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. შეჯიბრი ყოველ წლიურად ტარდება და წლევანდელ გათამაშებაში 8 გუნდი მონაწილეობდა.
