საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა, სომხეთის პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. სომხეთის პრემიერ მინისტრთან შეხვედრის დროს, განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. მხარეებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი სავაჭრო ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების პერსპექტივები და ამ მიზნით განსახორციელებელი ქმედებები.
