წყალტუბოს გენგეგმა დასრულებულია
წყალტუბოს გენგეგმა დასრულებულია, ჩვენ ეს დოკუმენტი უკვე დავამტკიცეთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს კარგად გააზრებული ხედვა, როგორი უნდა იყოს მომავლის, ხვალინდელი დღის წყალტუბო. ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს იმერეთს ესტუმრა. მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ათვალიერებს, ასევე ეწვევა სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილ საწარმოებს და ეცნობა იმ სამუშაოებს, რომლებიც მის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარეობს.
