დღეიდან ყველა სამგზავრო მატარებელი კოპიტნარში გაჩერდება
დღეიდან ყველა სამგზავრო მატარებელი კოპიტნარში გაჩერდება. სამგზავრო სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პრემიერ მინისტრმა დღეს რეაბილიტირებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს სადგურის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები კოპიტნარის განახლებულ სადგურში გაჩერდებიან. საქართველოს რკინიგზა ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს პირველი 7 დღის განმავლობაში, კერძოდ დღეიდან 6 მაისის ჩათვლით, უფასოდ მოემსახურება.
