ომის 66-ე დღე უკრაინაში
წინააღმდეგობის 66-ე დღე. საოკუპაციო ძალა დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს. ინტენსიურად იბომბება ხარკოვი და დონეცკი, რის შედეგადაც მშვიდობიანი მცხოვრებლები იღუპებიან. რუსული მხარე უარს ამბობს მარიუპოლში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაციაზეც. პარალელურად, მოსკოვში 9 მაისის აღლუმისთვის ემზადებიან. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ აღლუმზე პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს.
