30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 31-ი წლის იუბილე თავდაცვის ძალებმა ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე აღნიშნეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას. ბაზაზე უახლესი და თანამედროვე სამეხდრო საბრძოლო ტექნიკა იყო წარმოდგენილი, რომელიც ღინისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს.
