ომის 66-ე დღე უკრაინაში
წინააღმდეგობის 66-ე დღე. საოკუპაციო ძალა დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს. ინტენსიურად იბომბება ხარკოვი და მარიუპოლი. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგის წინსვლა ყველა მიმართულებით შეჩერებულია და ოკუპანტები ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.
