განახლებული შადრევანი ქუთაისში
ევროკავშირის დაფინანსებით, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე შადრევანი განახლდა. პროექტის ფარგლებში, მოპირკეთდა შადრევნის დაზიანებული მოზაიკური ნაწილი, შეიცვალა განათების და წყლის მიწოდების სისტემა, რეაბილიტირდა შადრევნის ქანდაკებები. ასევე განახლდა რუსთაველის გამზირის და ლაღიძის ქუჩის კვეთაზე მდებარე სკვერი. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, ქუთაისში 12-ტ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის, წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ეწყობა დასასვენებელი სივრცეები.
