იფთარი მუსლიმი თემის პატივსაცემად
ერთმანეთის ტრადიციების და რწმენის პატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამის დასტურია ის ზრუნვაც, რასაც ქართული სახელმწიფო ეწევა მუსლიმი თემის უფლებების, ტრადიციების და კულტურის დასაცავად. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რესტორან „ფუნიკულიორში“ განაცხადა, სადაც საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სტუმრებს უმასპინძლა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად, აფასებს მუსლიმი თემის შრომას, თავდადებას და თავის მხრივ, კვლავაც ყველაფერს გააკეთებს არსებული ძმობისა და მეგობრობის გასაძლიერებლად.
