რუმინეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკა გადაისროლა
რუმინეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკა გდაისროლა. მიზეზი დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში ვითარების დაძაბვაა. რუსეთში კი სხვადასხვა ადგილას საეჭვო ხანძრები გრძელდება. მეტიც, ბელგოროდში აფეთქებების ხმა ისმოდა. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი აცხადებს, რომ ქვეყანა თავს დაიცავს ყველანაირად, მათ შორის რუსეთში საწყობებსა და ბაზებზე თავდასხმებით. ოკუპანტებისგან თავდასაცავად კიევის დახმარებას განაგრძობს დასავლეთი. იარაღი, მათ შორის მძიმე ტექნიკა უკრაინისთვის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
