პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თბილისის ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში იმყოფებოდა
პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თბილისის ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში იმყოფებოდა და თურქეთიდან იმპორტირებული ხელმისაწვდომი მედიკამენტების რეალიზაციის პროცესს გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტებს და მოქალაქეებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტულია, მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური გაზრდა და ასევე, მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი, 17 იანვარს გაიხსნა და ქვეყანაში 250-მდე დასახელების, მათ შორის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლები შემოვიდა.
