ომის 64-ე დღეს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებს განაგრძობს
ომის 64-ე დღეს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებს განაგრძობს. ვლადიმერ პუტინის არმია ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს. ამ დრომდე ალყაშია მარიუპოლი, საიდანაც მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა ვერ ხერხდება. პარალელურად, მოსკოვიდან ისმის ბრალდებები, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთზე თავდასხმისკენ აქეზებს.
