სააკაშვილის გეგმა
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა იმ ადამიანს რომელიც ითხოვს ან მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას, ერთი კონკრეტული სურვილი ამოძრავებს და ეს საქართველოს ომში ჩართვაა. ქართული ოცნებს წევრები განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი, ხელისუფლების დამხობა, და ქვეყნის ომში ჩართვა იყო. ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ მმართველ გუნდში გაკეთებული გაცხადებების მიზანი საზოგადოების დაშინებაა. რაც შეეხებათ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ისინი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში ხელისუფლებას გამოძიების დაწყებისკენ მიუთითებენ.
