ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს ორგანიზებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ტარდება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს ორგანიზებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ტარდება. სასწავლო კურსს „სტრატეგიული ბიდინგი“ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტი ლინდა პერეირა ატარებს. ტრენინგის მიზანი, საერთაშორისო ბაზრებიდან კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების საქართველოში მოზიდვაა.
