პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონული გამოწვევების გათვალისწინებით შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. მხარეებმა უკრაინასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ითქვა, რომ რუსული აგრესია უკრაინაში მსოფლიოსთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
