უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა ევროკავშირისთვის მიწოდებული საწვავით მიღებული შემოსავალი თითქმის გააორმაგა
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა ევროკავშირისთვის მიწოდებული საწვავით მიღებული შემოსავალი თითქმის გააორმაგა. ინფორმაცია, ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ფინურმა ცენტრმა გაავრცელა და ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ აქვეყნებს. წერია, რომ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ მოსკოვს დაახლოებით 62 მილიარდი ევრო მოუტანა. მთავარი შემსყიდველი კვლავ გერმანიაა, ქვეყნის ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, რომ მაქსიმალურად უნდა შემცირდეს რუსეთზე დამოკიდებულება.
