პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა
პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა. ჩანაწერის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის და ის ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარს ასახავს. ირაკლი კობახიძეს აქვს კითხვები, თუ საიდან გახდა ეს ჩანაწერი ცნობილი კონკრეტული ტელევიზიისთვის. ამბობს, რომ წყაროს გამჟღავნება სერიოზულ უხერხულობას შექმნის, რადგან ის ან რუსული მხრიდან გახდა ცნობილი, ან აკერმანმა ჩამოიტანა საქართველოში.
