შტატების მხარდაჭერა - პრემიერის გამოხმაურება
მთავრობის მეთაური, ამერიკის წარმომადგენელთა პალატას და კონგრესმენებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პრემიერ-მინისტრი წერს, რომ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა.
