ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდით დგას - ეს კონგრესმენების მთავარი გზავნილია
ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდით დგას- ეს კონგრესმენების მთავარი გზავნილია. წარმომადგენელთა პალატაში თქვეს, რომ საქართველომ აჩვენა თავისი თავდადება დასავლეთის ალიანსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისას. აღინიშნა, რომ მხარდამჭერი აქტი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას.
